
⚜️ "ბადაგონის" ღვინოებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა! 🥇🥇🥇🥇
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mundus Vini, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, "ბადაგონის" ღვინოებმა კვლავ ოქროს მედლები მოიპოვა:
🥇საფერავი რეზერვი
🥇კახური წარჩინებული, წითელი მშრალი
🥇ალავერდის ტრადიცია, წითელი მშრალი
🥇საფერავი ქვევრი
Mundus Vini ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის საერთაშორისო კონკურსია. ის დაარსებულია გამომცემლობა Meininger-ის მიერ და გერმანიაში უკვე 20 წელზე მეტია წელიწადში ორჯერ ტარდება.
Mundus Vini-ის საზაფხულო კონკურსზე წელს წარმოდგენილი გახლდათ 12 000-ზე მეტი ღვინო 36 ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან. ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა 200-ზე მეტმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეაფასა.
0
0
თეონა აქუბარდიამ გახარიას პარტია დატოვა
05/09/2025