01/11/2023
09:43
მსოფლიო
ქალი დამნაშავედ ცნეს, კენიაში მოგზაურობისას, სამი წლის ბრიტანელი გოგონას სასქესო ორგანოების დასახიჩრების ხელშეწყობაში. ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც ინგლისში გაასამართლეს დანაშაულის საზღვარგარეთ ჩადენისთვის.
დღეს, 39 წლის ამინა ნური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, როგორც, 2006 წელს აფრიკის ქვეყანაში მოგზაურობის დროს, საშინელი პროცედურის ხელშეწყობაში.
გადაწყვეტილება მოიწონეს პროკურორებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს საქმე წაახალისებს პოტენციურ მსხვერპლს, რომ უარი თქვან ამ პროცედურაზე და იცოდნენ, რომ მათ მხარს უჭერენ“.
მისი დანაშაული მხოლოდ წლების შემდეგ გაირკვა. როდესაც მსხვერპლი 16 წლის გახდა, ინგლისური ენის მასწავლებელს უთხრა, რაც მოხდა.
როდესაც ნურის პოლიციელებმა მიაკითხეს, ის შოკირებული აღმოჩნდა და თქვა, რომ მას არ უთხრეს „სიმართლე“ იმის შესახებ, თუ რა მოუვიდოდა მსხვერპლს და მან გოგონა მხოლოდ კლინიკაში მიიყვანა და თავად გარეთ ელოდებოდა.
ამის ნაცვლად, იგი ამტკიცებდა, რომ მას სჯეროდა, რომ პატარა გოგონას გაუკეთეს ინიექცია, ან პირსინგი და არა - „გუდნიინი“, რაც ნიშნავს წინადაცვეთას.
მაგრამ სამედიცინო ექსპერტებმა, რომლებმაც გამოიკვლიეს ბავშვი, დაადგინეს, რომ მას არა მხოლოდ ინიექცია გაუკეთეს, არამედ სერიოზულად დაუზიანეს სასქესო ორგანოები, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევდა ძლიერ სისხლდენასა და ძლიერ ტკივილს.
სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას, ნური ამტკიცებდა, რომ მას ემუქრებოდნენ „დაწყევლით“ და საზოგადოებისგან გარიყვით, თუ მონაწილეობას არ მიიღებდა.
პროკურატურას ჰქონდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კენიაში ვიზიტის დროს ნურიმ იცოდა, რომ მსხვერპლზე ხორციელდებოდა ძალადობა.
გამომძიებლებმა შეძლეს დაედგინათ, რომ იგი განზრახ ეხმარებოდა დანაშაულის ჩადენაში.
ნურის სასჯელს მოგვიანებით გამოუტანენ. მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, როდესაც სომალელმა თარჯიმნმა მას განაჩენი უთხრა. მაქსიმალური სასჯელი 14 წლით თავისუფლების აღკვეთაა.
დღემდე, 2003 წლის FGM აქტის მიხედვით, ამ მანიპულაციისთვის, ერთადერთი დაკავება მოხდა 2019 წელს, როდესაც უგანდელ ქალს უოლტჰამსტოუდან, აღმოსავლეთ ლონდონში, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამი წლის გოგონასთვის დანით ჩატარებული წინადაცვეთისთვის.
კენიაში მცხოვრები სომალელი ქალების, დაახლოებით, 94 პროცენტი გადის საშინელ პროცედურას იმ მცდარი რწმენით, რომ ეს რელიგიური მოთხოვნაა, - წერს dailymail.
0
0