
32 წლის, ნინო მგელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ნინოს დიაგნოზია სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე - მეორე სტადია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია.
ნინოს ერთი წლის წინ დაუდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე, ჩაიტარა სხივური და ქიმიო თერაპია, დაავადება ამ დროისთვის ექვემდებარება დროებით კონტროლს, დაავადების სრულად დასამარცხებლად საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. იმისათვის, რომ ნინომ სრულყოფილად გააგრძელოს ცხოვრება, აუცილებელია, ე.წ. რობოტი და ვინჩის მეშვეობით ქირურგიული ჩარევა - მაღალი სიზუსტის თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება.
პაციენტს, აღნიშნული მეთოდით ოპერაციის ჩატარებას, სთავაზობენ თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ოპერაციის თანხა შეადგენს 35 700 დოლარს. ქირურგიული ჩარევა აუცილებელია უახლოეს 1 თვეში!
ნინოსთვის თითოეული ლარიც კი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. იმედი გვაქვს, თქვენი დახმარებით და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ამ თანხის შეგროვებას და ნინოს გადარჩენას!
ანგარიშის ნომერი: 👇
საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000533538568
მიმღების სახელი: ნინო მგელაძე
თიბისი ბანკი:
#GE54TB7920645063600034
მიმღების სახელი: ნინო მგელაძე
0
0