
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 31 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ზირაქიშვილის, დრანდის, ხევისპირის და ბერთუბნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მიხეილ ხერგიანის, სანდრო კანდელაკის, კონსტანტინე ლესელიძის, მიქატაძის, საბაშვილის, კანდელაკის, ომარ ხიზანიშვილის და იპოლიტე ვართაგავას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0