27/10/2021
12:51
პოლიტიკა
ია მეტრეველის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე მისასვლელად ბევრი ადამიანი ემზადება.
„ძალიან ბევრი ხალხი ემზადება დღეს, ხუთ საათზე თავისუფლების მოედანზე მოსასვლელად, რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, მაინც დაგვჭირდა, შევიკრიბოთ არჩევნების წინ, რადგან ეს „ნაციონალური“ „კრიმინალური მოძრაობა“, მე სექტას ვეძახი, ანომალიური პარტია, არ გვაცლის, ჩატარდეს არჩევნები ნორმალურად.
ისინი პროვოკაციებზე არიან გადასული და არაერთხელ ვნახეთ მათი პროვოკაციული ქმედებები სააკაშვილთან ერთად. სწორედ ამიტომ, დღეს ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რომ სრულიად საქართველოს ვაჩვენოთ და უდიდესი ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ამ ბოროტ ძალას ადგილი აღარ უნდა ქონდეს ჩვენს ქვეყანაში; ის, რომ ისინი დამარცხდებიან მეორე ტურში საბოლოოდ და უნდა აიკძალონ; აუცილებლად დავსვამთ საკითხს, რომ ეს პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, უნდა იყოს აკრძალული, რადგან აქვთ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ბოროტებები ხალხის, ოჯახებისა და ქვეყნის წინაშე.
ყველანაირად ცდილობენ, გაუფუჭონ საქმე ქვეყანას, ხალხს; წინ არ წავიდეს ქვეყანა და ხელი შეუშალონ პროგრეს, ყველაფერს, ასეთი მტერი საქართველოს, როგორიც არის სააკაშვილის სექტა და მისი მხარდამჭერები, არ ჰყოლია.
მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს – დღეს, ხუთ საათზე ვიყოთ ყველა იქ, სადაც აუცილებელია ჩვენი ყოფნა. ამის შემდეგ დავამარცხებთ მათ 30 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ უდნა დაიწყოს ქვეყნის პროგრესზე ზრუნვა.
ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი დღეა დღეს და აუცილებელია ბევრნი ვიყოთ, რათა დავანახოთ, საქართველო სად არის და საქართველო რომ ვართ ჩვენ და არა ის 5 000 კაცი, მათი მომხრე. 30-ში აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება და დავასრულოთ ეს ბოროტი ძალა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – განაცხადა ია მეტრეველმა ბრიფინგზე.
თავისუფლების მოედანზე დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.
0
0