13/10/2021
12:43
საზოგადოება
,,არჩევნების პირველი ტური, რომ თავისუფლად, დემოკრატიულად ჩატარდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩვეული პროფესიონალიზმით იმუშავა, აღიარებენ შინ და გარეთ.
თუმცა, როგორც ჩანს, დესტრუქციული ოპოზიციის 'შტრეიკბრეხერმა' დამკვირვებლებმა ისე რადიკალურად ვერ იმუშავეს, როგორც მათგან დამკვეთნი მოელოდნენ. ამიტომ გიგა ბოკერია გეგმავს, რომ მეორე ტურებში მისი ურეიტინგო ფსევდოევროპული პარტიის პოლიტიკოსები დამკვირვებლებად მიავლინოს და მოუწოდებს სხვა პარტიებსაც გადადგან იგივე ნაბიჯი.
30 ოქტომბერს, არ გამოვრიცხოთ საარჩევნო უბნებზე "ცეცხლის დანთების" უბადრუკი მცდელობები, ნაცოპოზიციის ცნობილი სახეების გრიმასები და უარგუმენტო ყვირილი ტელეკამერების თანდასწრებით.
ცხადია, ამ მორიგ პერფორმანსებაც გადაიტანენ საარჩევნო კომისიების წევრები, რადგან სისტემა გამართულია და 'მესიჯბოქსი' არჩევნების "გაყალბებაზე" კვლავაც ფიასკოსთვისაა განწირული.'' - განაცხადა გია აბაშიძემ
0
0