
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 30 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, სომხეთის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, აჩაბეთის, წყალსადენის, თამარ ღვალაძის, ალექსანდრე როინაშვილის, კვიპაროსის, ჯუმბერ ლეჟავას, დეკანოზიშვილის, ვაზის, თემურ ქევხიშვილის, თეოფანე დავითაიას და ზურაბ პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ალექსანდრე მაჭავარიანის, ბარონ დე ბაის, ჰენრიკ ჰრინევსკის, სტივენის, მარკო პოლოს, რაინეგსის, მონპერის, ჰუბერტის, კლაპროთის, არქანჯელო ლამბერტის, ტილკეს, მირიან მეფის, ვაზისუბნის, ფელიქს ჰოლდაკის, პეტრიწის და შმერლინგის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0