-share.jpg)
30 ათასზე მეტი სტუმარი და 350 -მდე მონაწილე - ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია გურჯაანში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. ტრადიცია გრძელდება. მეღვინეობის ქალაქმა გურჯაანმა ყველაზე ხალხმრავალ ფესტივალს წელს მეხუთედ უმაპინძლა.

ფესტივალის მიზანს უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა წარმოადგენს. წელს ამ მოვლენას უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. ღონისძიება ტრადიციულად ახტალის პარკში მოეწყო.

წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს აერთიანებდა, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა. ფესტივალი თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში მოეწყო, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეძლო საინტერესოდ გაატარებინა დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით საქართველოში იმართება. წელს დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდი იყო და ყველაზე მეტი მეღვინე დარეგისტრირდა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ფესტივალის 7 წლიანი ისტორიის განმავლობაში. ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს, როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნონ დამწყები მეღვინეების პროდუქცია. წელს, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის ფესტივალი „სტუმარმასპინძლობას“ მივუძღვენით. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი ყველა სტუმრისთვის განსაკუთრებული მასპინძელია,“ - აღნიშნა გურჯაანის ღვინის ფესტივალის დამფუძნებელმა დავით სონღოლაშვილმა.

“USAID მოხვარულია, რომ საქართველოს მთავარობასა და კერძო სექტორთან ერთად ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაში მონაწილეობს. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ჩვენი ორი პროგრამაა წარმოდგენილი, კერძოდ, უნარების განვითარების და ტურიზმის განვითარების პროგრამები. ჩვენ ამით მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ღვინის პოპულარიზაციას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას,“ - განმარტა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა, მიშელ კოშიელსკიმ.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წელს მეორედ ვმონაწილეობთ. წარმოდგენილი გვაქვს 18 დასახელების ღვინო. საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, მას სტუმრობს უამრავი ადამიანი, უამრავი უცხოეული, აფასებს და აგემოვნებს ჩვენს ღვინოს უამრავი სპეციალისტი, ვფიქრობ, ეს უნიკლაური შანსია შენი ღვინო გააცნო ფართო საზოგადოებას,“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს „კარდანახი 1888“ დამფუძნებელი მამუკა მახოშვილი.

ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღო ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იყო მორგებული. წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში.
მუსიკალური განწყობა შექმნეს სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და მომღერლებმა: ქართული ხმები, NonStop band , ნოდარიკოხუციშვილი, სანდრონიკოლაძის ჯემსესიადა შერეკილები. ამ დღეს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივმამუსიკოსებმა დაფოლკლორულმა ანსამბლებმაც იზრუნეს; :ნათია ქოროღლიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, მაია ჩუგოშვილი, თინათინ ბასოშვილი, თამცი რუაძე, ნინია ქაჩლიშვილი, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, ანსამბლი „ხარება“, „ბავშვთა კვარტეტი“ Leko’s Music Studio და ანსამბლი „გურჯაანი“.

ფესტივალი Bedford Falls-ის კონცერტით დასრულდა.

ცნობისათვის, გურჯაანის ღვინის ფესტივალს 7 წლიანი ისტორია აქვს (დაარსდა 2017 წელს), რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ხორციელდება. 2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის ფარგლებშიც ქართული და საერთაშორისო ღვინის ჟიურის ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა 500 ქართული ღვინო და დააჯილდოვა რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით. IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, ეს გამონაკლისი მეორედ გაკეთდა IWSC-ის კონკურსის ისტორიაში და პირველად ევროპაში. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღვინის დღეების პერიოდში მიმდინარეობს და მისი ოფიციალური პარტნიორები არიან IWSC და „ჯეპრა“, ხოლო ტრადიციული მასპინძელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023-ის სპონსორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი, თელიანი ველი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ფესტივალის მხარდამჭერები: m², საქპატენტი, GITA, USAID, LEPERT, Red Bull, ZINC NETWORK, ბაკურიანი და გურჯაანის ნაყინი.
ფესტივალის მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი, რუსთავი 2, პალიტრა მედია,
Business-partner.ge, commersant.ge, რადიო უცნობი
0
0