20/04/2023
16:33
პოლიტიკა
30 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა, ქვეყანას ჭირდება მშვიდობა, საზოგადოებამ არ უნდა იცხოვროს მუდმივი რყევისა და დაძაბულობის რეჟიმში.
„არ შეიძლება, გარედან შემოგდებული თუ შინაური გაცვეთილი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების დღის წესრიგის მიხედვით იცხოვროს ჩვენმა ქვეყანამ. საზოგადოების პოზიციას და მის პროტესტს აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ქვეყანაში ამ უახლოეს პერიოდში აზრის გამოსახატი უამრავი რამე მოხდა, საშიშროება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, დაემუქროს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, ამისთვის საჭიროა ჩვენი საზოგადოების სიმრავლე, იმ პროტესტისა და გზავნილების გაგზავნა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც პრევენციას გააკეთებს და თავიდან ავირიდებთ მოსალოდნელ საშიშროებას.
ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენ ევროპელ მეგობრებს, ხელისუფლებას, საზოგადოებასა და პედაგოგებს. საზოგადოება, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეა, მათი ხმის არ მოსმენა, არ გაგონება, არ შეიძლება. ეს აქცია გზავნილი იქნება მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება. წარმოუდგენელია ამდენი შეურაცხყოფისა და უსამართლო რეზოლუციების თუ სანქციების ატანა, ამაზე პასუხის არ გაცემა დანაშაულია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პირდაპირი დიალოგი ხელისუფლებასთან და მას აქვს უნარი, ჩამოაყალიბოს ორი საინიციატივო ჯგუფი დიპლომატებთან სასაუბროდ, თუ ისინი მოისურვებენ ჩვენთან საუბარს. ხელისუფლებასთან საუბარი არა ისტერიით, არამედ იდეებით, გაუცხოება და აგრესია უნდა შემცირდეს რაც დამღუპველია ჩვენთვის, ამიტომ მშვიდობა, გონიერება სიმშვიდე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, აქციაზე თემატურად ბევრი საკითხი გაიშლება, იქნებიან გამომსვლელები, შეხვედრა დამთავრდება გზავნილებითა და საერთო საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი წერილით.
30 აპრილს აქცია „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ გაიმართება.
0
0