აშშ-ის შტატ მინესოტაში, 3 წლის ბავშვის [ისთინ ჯეიმს დერონიჩის] მკვლელობის ფაქტზე ორი ქალი დააკავეს. პოლიციის თქმით, 24 წლის როზა ესპერანზა გარზა და 22 წლის შიან ლინ ერიქსონი ბიჭის მომვლელები იყვნენ და მათ ბრალი ბავშვის ცემით მკვლელობაში წაუყენეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილები ბავშვს ორი კვირის განმავლობაში უვლიდნენ. ისინი ბიჭის ბიოლოგიური მშობლების ნაცნობები არიან. ექსპერტიზის თანახმად, ბავშვი მუცლის არეში მუშტის დარტყმით მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
გამომძიებლების თქმით, ბიჭს სახესა და სხეულზე 28 დაზიანება [ძლიერი სისხლჩაქცევები] აღენიშნებოდა. ბავშვი ჩრდილოეთ დაკოტას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით ის მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილებმა, გარზამ და ერიქსონმა პოლიციას განუცხადეს, რომ ისთინი ველოსიპედიდან დაცემის შედეგად დაშავდა. პოლიციის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილების ტელეფონებში ტექსტური შეტყობინება იპოვეს, რომელშიც ერიქსონი გარზას სწერდა: „გაერთე შენს პატარასთან ერთად... სცემე ისთინი...“
პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული პირები მინესოტაში, მურჰედის ციხეში გადაიყვანეს. გამოძიება გრძელდება.
0
0