
ქართველების მასობრივი დეპორტაცია ევროპიდან და საგანგაშოდ გაზრდილი სტატისტიკა - შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში [ივლისი, აგვისტო, სექტემბერი] ყველაზე მეტი თანხმობა საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან დაბრუნებაზე გაიცა - ჯამში საქართველოში 698 ადამიანი დააბრუნეს, საქმეების განხილვისას მხოლოდ ორს უთხრეს უარი რეადმისიაზე.
შემდეგ მოდის:
საფრანგეთი - 136 მოქალაქე;
შვეიცარია - 49 მოქალაქე;
საბერძნეთი - 34 მოქალაქე;
პოლონეთი - 28 მოქალაქე;
რეადმისიით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ ესპანეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან , ბელგიიდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, სულ - 1070 მოქალაქე. რეადმისიაზე არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 4 განაცხადი.
არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე გერმანიის კანცლერმა ისაუბრა.Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლაფ შოლცი ამბობს, რომ დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ.
შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ახდენენ.
0
0