3 ობიექტი სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 30 000 ლარით დაჯარიმდა - კალაძე
26/10/2022
11:27
პოლიტიკა
A-
+A
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ 3 ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოავლინა. ერთი მათგანი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზეა, მეორე - ახალუბნის ქუჩის 11-ში და მესამე დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე.
კალაძემ თქვა, რომ სამივე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა და დაჯარიმდა 30 000 ლარით.
"გუშინ მონიტორინგის შედეგად ჩვენ გამოვავლინენთ 3 ობიექტი, სადაც დაღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. თქვენ იცით, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა ამას, იმისთვს, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს, პირველ რიგში, დაცული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა კალაძემ.
კალაძემ მიმართა სამშენებლო ობიექტების მფლობელებსაც, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს.
0
0
223
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%