
ქსელში გადათვების გამო 3 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ქუჩების ჩამონათვალი:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის და ვაშლიჯვრის დასახლების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის, ლუბლიანას, გოძიაშვილის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, მაჭავარიანის, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0