
ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, დედის დღეს ემოციური პოსტით გამოეხმაურა:
,,რაღა დროს ჩემი დედაზე ლაპარაკია, ოთხმოცს გადავშორდი კაცი, მაგრამ, დამიჯერებთ, რომ გითხრათ, მენატრება-მეთქი? იმდენად მენატრება, რომ ხანდან წინ გავწევ ხოლმე ხელს უნებლიედ, მის რბილ და სიფრიფანა ლოყაზე მოსაკიდებლად.
3 მარტი, კი ბატონო, მაგრამ, 365 დღიდან, დედის დღე არაა ყველა? მე არ მახსოვს, იმის მერე, რაც წუთისოფელს განერიდა, ერთი დღეც კი, რომ არ ველაპარაკებოდე რაღაცაზე. ხან ვეფერები, ხან ვეჯიჯღინები. ძველებურად!
როცა, იყო, ვფიქრობდი, დედას რა მოკლავს-მეთქი და არხეინად ვიყავი. ახლა, ასე ძალიან რომ მინდა აქ იყოს, მივხვდი, რომ მისმა არყოფნამ დამასუსტა და უმწეობის შეგრძნება ამკიდა. უცნაურს მეტყოდა ხოლმე ხანდახან და, შევეპასუხებოდი, რა გინდამეთქი ჩემგან, და თვალში სიყვარულ-ნარევი საყვედური აუციმციმდებოდა ჩემს ავყია ბიჭურ ტლინკისყრაზე.
რა ვიცოდი, მაშინ, სანატრელად რომ გამიხდებოდა საქმე და ვეღარსად მოვიძევდი დედას. რამდენს ითმენდა, მაინც, ჰა? ან, როგორ ითმენდა, ან, რატომ ითმენდა, ნეტა! აუ, დედი, შენი თავი მომცა, ახლა, რა!
დედის დღეს გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო! ❤” დაწერა რუხაძემ.
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.
0
0