-share.jpg)
პირველი კანონი - ფული მიზნის ენერგიის გარეშე მხოლოდ ქაღალდის ფურცლებია
გვინდა მარტივი ჭეშმარიტება შეგახსენოთ - ფული, როგორც ასეთი, მხოლოდ ქაღალდის ფურცლები ან საბანკო ანგარიშზე რიცხვებია. მათ ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ მიზნისა და განზრახვის ენერგია იზიდავს. შეიძლება თვეების ან წლების მანძილზე იფიქროთ ახალთახალ მერსედესზე და საკუთარ წარმოსახვაში მისი ტყავის შალითების სუნიც კი შეიგრძნოთ, მაგრამ ის თქვენს ცხოვრებაში არ გამოჩნდება, სანამ ზუსტად არ გაიაზრებთ რა თანხაა საჭირო მის შესაძენად და არ გაგიჩნდებათ მტკიცე განზრახვა, რომ ამ შესანიშნავი მანქანის მფლობელი გახდეთ.
მიხვდით, რას ვგულისხმობთ? თქვენ უნდა მოახერხოთ მიზანზე და განზრახვაზე კონცენტრაცია და სამყარო აუცილებლად გამოგიგზავნით საჭირო თანხას და იპოვის გზას თქვენი გეგმის განსახორციელებლად. თავს ნუ გაიწვალებთ იმაზე ფიქრით, ეს როგორ მოხდება. მაინც ვერ გამოიცნობთ. უბრალოდ მიზანი დაისახეთდა მისკენიარეთ.
აქედან მომდინარეობს მეორე კანონიც..
მეორე კანონი: მოიცილეთ ზედმეტი მოკრძალება და საკუთარ თავს მეტის უფლება მიეცით
სამყაროში ყველაფერი, ბანალურობამდე მარტივია: ჩვენ გვეძლევა მხოლოდ ის, რისი ქონმის უფლებასაც საკუთარ თავს ვაძლევთ.
მოდი გულახდილებად ვაღიაროთ - ძალიან ცოტამ თუ იცის როგორ იცხოვროს აქ და ახლა, „შავი დღისთვის“ მარაგების გადანახვის გარეშე. ჩვენმა ცნობიერმა გაითავისა, რომ ლამაზი კაბის მოსარგებად რაღაც მისტიკურ დღეს უნდა ველოდოთ, რესტორანში მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში უნდა წსავიდეთ, თავი გავინებივროთ და ა.შ. დანარჩენი დღეები კი უღიმღამო და ნაცრისფერია, რადგან იმას ვჯერდებით რაც გვაქვსდა სამყაროს ჩვენი არაპრეტენზიულობის სიგნალებს ვუგზავნით. რომელ კეთილდღეობაზე და მილიონებზე შეიძლება ვისაუბროთ თუ ადამიანის სლოგანია „ესეც საკმარისია“?
შეიძლება იკითხოთ, რა შუაშია ფულთან სურვილები და მიზნები? არადა, კავშირი აშკარაა - უპრეტენზიო ადამიანი თავის სურვილებში ძალიან მოკრძალებულია. გახსოვდეთ, რომ თავმდაბლობა არ არის საუკეთესო თვისება, განსაკუთრებით საკუთარ თავთან მიმართებაში.
გაჩერდით! შეწყვიტეთ სამყაროსთვის გამუდმებით იმის მტკიცება, რომ საუკეთესოს არ იმსახურებთ ყოველდღე, ყოველ წუთს! ხმამაღლა გამოაცხადეთ, რომ ამბიციური გეგმები გაქვთ და მათი განხორციელებისთვის ბევრი ფული გჭირდებათ. გწამდეთ, რომ ეს ნებისმიერ რიტუალზე უკეთ მუშაობს და იმას, რაც გჭირდებათ, აუცილებლად მიიღებთ.
მესამე კანონი - პატივი ეცით, მაგრამ არ გააღმერთოთ!
შესაძლებელია, რომ სამყაროს განუსაზღვრელ შესაძლებლობებში ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ და ფიქრობთ, რომ მისი სიუხვე ყველასთვის საკმარისი არ იქნება, მაგრამ სამყარო უკიდურესად ობიექტურია და ფულის პატივისცემას მოითხოვს. შეწყვიტეთ ფულის სასაცილო და დამამცირებელი სიტყვებით მოხსენიება. ნურასოდეს უწოდებთ მას „ხელის ჭუჭყს“, თორემ ის არ მოინდომებს თავისი ენერგიის თქვენთვის გაზიარებას.
ნუ დაზოგავთ ფულს საფულესთვის. უყიდეთ თქვენს ფულს ლამაზი სახლი, რომელშიც კომფორტულად იგრძნობენ თავს და სამად დაკეცილებს არ მოუწევთ ყოფნა. საფულეში ფულის ჩადების ან ამოღების დროს კი ხშირად უთხარით საკუთარ თავს: „ფულს მე ვუყვარვარ და სიამოვნებით მოდის ჩემთან“.
ისწავლეთ ფულთან სიხარულით შეხვედრა და სინანულის გარეშე განშორება. ნუ იკანკალებთ ყოველი ლარის დახარჯვაზე. ნუ გამოიტენით თავს ვალებთან დაკავშირებული, შემაშფოთებელი ფიქრებით. ისიამოვნეთ იმით, რაც გაქვთ! რაც უფრო მსუბუქად და ადვილად მოიკიდებით ფულს ფულის ხარჯვას (ფლანგვაში არ აგერიოთ), მით უფრო მეტი გახდება ის თქვენს ცხოვრებაში.
ნუ დააგროვებთ ფულს იმისთვის, რომ ბალიშებში ჩატენოთ ან მიწაში ჩამარხოთ, თორემ დაკარგავთ. დატკბით თითოეული თეთრით და ისიამოვნეთ, რომ გაცილებით მეტი მოგეცეთ.
გახსოვდეთ, რომ ამ კანონების ერთი შეხვედრით სიმარტივე მატყუარაა - მათ წარმოუდგენლად დიდი ძალა აქვთ. ისინი გვეხმარებიან, რომ გავთავისუფლდეთ შიდა წინააღმდეგობისგან, რომელიც ფულის ენერგიას ჩვენსკენ მომავალ გზას უკეტავს. ეს სამი კანონი კარგად დაიმახსოვრეთ და კარი ფართოდ გააღეთ!
0
0