"3 + 3" ფორმატის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება - ყოველთვის მოხარული ვიქნებით ქართველი კოლეგების მონაწილეობით - სერგეი ლავროვი
08/06/2022
16:30
პოლიტიკა
A-
+A
სამხრეთ კავკასიის საკითხებზე "3 + 3" ფორმატში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი) მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი მონაწილეობით. მზადდება შემდეგი შეხვედრა, იმედი მაქვს, რომ მის დაანონსებას უახლოეს მომავალში შევძლებთ," - აღნიშნა ლავროვმა.
0
0
628
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%