11/08/2023
20:14
მსოფლიო
საფრანგეთში, 29 წლის ქალი საკუთარ სახლში ცოცხით გააუპატიურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.
ფაქტი, რომელიც მეტყველების უნარს დაგაკარგვინებთ, პარასკევს, ნორმანდიის რეგიონში, მანშის დეპარტამენტის ქალაქ შერბურ-ან-კოტანტეში მოხდა, - წერს lefigaro.
პორტალი პოლიციაში თავის წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გუშინ დააკავეს 18 წლის უმარ ნ., რომელიც უკიდურესად ბარბაროსულად მოექცა 29 წლის ქალს.
4 აგვისტოს, დილის 08:30 საათზე, მის სახლში მისულ მაშველებს, შემდეგ კი პოლიციელებს 29 წლის შოკში მყოფმა და შიშველმა ქალმა განუცხადა, რომ იგი სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.
დაზარალებულის თქმით, მამაკაცი, რომელიც მას ადრე ნანახი ჰყავდა, მაგრამ უცნობი იყო, მის სახლში დაახლოებით ნახევარი საათის წინ შეიჭრა, არაერთხელ დაარტყა მას, შემდეგ კი რამდენჯერმე გააუპატიურა, მათ შორის ცოცხით.
საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდა ქალი ხელოვნურ კომაში ჩააგდეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე რთულია და ექიმებს სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
პოლიციამ თავდამსხმელი კარზე დატოვებული კვალის მიხედვით დააკავა. აღმოჩნდა, რომ თითის ანაბეჭდი პოლიციისთვის უკვე ცნობილ პირს ეკუთვნოდა.
გარდა ამისა, თავდასხმის მომენტში მისი მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ადგილმდებარეობას დაემთხვა.
უმარ ნ. გუშინ დააკავეს დედის სახლში. თავდაპირველი უარყოფის შემდეგ მან აღიარა დანაშაული.
0
0