
"29-ში წავალ, იმიტომ კი არა გზააბნეულ ბავშვებს დავუპირისპირდე - არა!" - ამის შესახებ პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
"2012 წელს, ახალი გამოსული მოდულის დილეგიდან, ნაღდად ვერ ვიფიქრებდი, რომ 2024 -ში ისევ მიტინგზე მომიწევდა დგომა ისევ იგივე მოთხოვნებით:
სააკაშვილი ციხეში, გასამართლდეს ნაც.მოძრაობა, დაუბრუნდეს ხალხს წართმეული ქონება. ვერ ვიფიქრებდი რომ კიდევ ორი მოთხოვნა დამემატებოდა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ოჯახური ძალადობის კანონის გადახედვა.
ისევ გაივსო ციხეები დაბოღმილი მდედრების უზნეობის გამო, უდანაშაულო მამაკაცებით!
29-ში წავალ, იმიტომ კი არა გზააბნეულ ბავშვებს დავუპირისპირდე-არა!
თუ დღეს ვინმე ქუჩაშია - ჩვენი ბრალია! ვერ დავსაჯეთ მონსტრად ქცეული ენჯეო სექტორი და მათ მოწამლეს ბავშვები!
გავალ, იმიტომ რომ კაცი, რომელმაც კომკავშირიდან გამრიცხა, რადგან არ ვიყავი ლენინური პრინციპების ერთგული- დღეს ოპოზიციას ხელმძღვანელობს მოსკოვი, ნსადაც სწავლებაზე მე მტკიზე უარი განვაცხადე, მგიმო დამთავრებულები და დღემდე "გებწშნიკურ კარმუშკაზე " მჯდომები, აქეთ იქადნებიან.
რა სამშობლოს ღალატი მუხლად აღარ მოგწონთ? გავალ, იმიტომ რომ მინდა ქალი ქალს გავდეს და კაცი კაცს. მაგრამ გაფრთხილებთ!!!!!
ეს ჩემი და ჩემნაირების ბოლო გასვლაა! იმ 320.000 მსჯავრდებულიდანაც დღეს ნახევარზე მეტი ცოცხალი აღარაა! რას ვეუბნებით მათ წამებულ სულებს?
და კიდევ!!!! მოაშორეთ "საზმაუს" და "იმედს" გაყიდველი ჟურნალისტები! ისე გაუტკბათ, რომ ღიად გიპირისპირდებიან! ნუთუ ვერ ხედავთ?
გავალ, იმიტომ რომ "ოცნების" ბიჭები დაუნდობელ ბრძოლაში არიან მდიდარ და გაუმაძღარ მტერთან, მე კიდე არ მჩვევია ბროლის ველიდან გაპარვა.
გავალ იმიტომ, რომ არ მინდა ომი და ბოლო გენოფონდის გაწყვეტა, საქართველოს მშვიდობის ერთადერთი გარანტი კი ბიძინა ივანიშვილია. და საერთოდ მთავარი ბრძოლა დღეს ცაშია. არჩევანი მარტივია, ან ქრისტეს გზა ან სატანიზმი. სულ ესაა..."-წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, 29 აპრილს “ქართული ოცნება” საერთო სახალხო შეკრებას გეგმავს.
0
0