
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ვასო გოძიაშვილის, პეტრე სარაჯიშვილის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, ჭიაურელის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის აგარაკების და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0