28/12/2021
10:31
ჰოროსკოპი
ვერძი
თავის მოვლას საკმაოდ დიდ დროს უთმობთ და ეს ზუსტად ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. პლანეტა ვენერა წყვილებს საერთო მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ამ ადამიანებს ოპტიმიზმი და ცნობისმოყვარეობა აერთიანებს და ეს ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის. სავარაუდოდ, მარტოხელა ვერძი შეხვდება ადამიანს, რომელთანაც დიდი გრძნობა დააკავშირებს და ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს.
კურო
თქვენს საქმიანობაში ყველაზე დიდ მნიშვნელობას სამართლიანობას ანიჭებთ. ამ დღეს კოლეგებს შეუძლიათ თქვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ. საკუთარ ფინანსებთან და ოჯახის ბიუჯეტთან მიმართებაში ძალიან ფრთხილად მოქმედებთ და დანაკლისს ოსტატურად ავსებთ. ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ძალიან მაღალია. ეცადეთ მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა მოახერხოთ.
ტყუპები
უახლოესი გარემოცვა თქვენით აღფრთოვანებულია და მინიმუმ, ერთი თაყვანისმცემელი გყავთ. თუ საქმე,რომელსაც აკეთებთ, გაინტერესებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. მთავარია, თქვენში ცვლილებების სურვილმა გაიღვიძოს და იმის გაკეთებასაც კი შეძლებთ, რაც ყოველთვის მიუღწეველი გეგონათ. ფინანსური წარმატების კარგი შანსი გაქვთ და ეცადეთ სწორად გამოიყენოთ.
კირჩხიბი
ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ რამდენიმე საქმეს ერთდროულად გაუმკლავდეთ. ეცადეთ ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოთ, მით უმეტეს, თუ იმპულსური და ფეთქებადი ხასიათი გაქვთ. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება და აურზაურისგან დისტანცირება გჭირდებათ. შეყვარებულებს შორის ჰარმონიული ურთიერთობაა - მზადხართ აალ ეტაპზე გადასვლისთვის.
ლომი
მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საბუთებს და ხელშეკრულებების შედგენას უნდა მიაქციოთ. ამ დღეს თანამშრომლობა და ურთიერთობები განსაკუთრებით ნაყოფიერი და სასარგებლოა. დღის განმავლობაში უამრავი საქმის დასრულებას შეძლებთ, საღამოს კი სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად გაერთობით.
ქალწული
პლანეტა ვენერას ენერგია საკუთარ ემოციებთან და გრძნობებთან თამაშს გაგიადვილებთ. ამ დღეს ყურადღების მოექცევით და შესაძლოა, საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ. ნივთების შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ ფასებს და ეცადეთ კარგი შეთავაზება გამოიყენოთ. ერთობლივი და კოლექტიური საქმიანობა სიამოვნებას განიჭებთ თანამოაზრეების მოზიდვის საშუალებას გაძლევთ.
სასწორი
ამ დღეს მელანქოლიასა და დეპრესიას თქვენზე გამარჯვების შანსი არ აქვს. მთელ დღეს სპორტულ აქტივობებში და სუფთა ჰაერზე სეირნობაში გაატარებთ. მოგწონთ, როცა თავს თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობთ და ხანგრძლივ ურთიერთობებს გაურბიხართ. თქვენთვის მრავალფეროვნება და მეგობრებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში წყვილებს შორის შესაძლოა, დაძაბულობა და უკმაყოფილება წარმოიქმნას.
მორიელი
ამ დღეს სამსახურეობრივ საქმეებს თითქმის იდეალურად გაუმკლავდებით. საუკეთესო შედეგებს მხოლოდ მარტო მუშაობის დროს იღებთ, თუმცა ყოველთვის მზად ხართ კოლეგას დაეხმაროთ. როცა საქმე ფულის ხარჯვას ეხება, ეცადეთ მეტი მომჭირნეობა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური სირთულეები გელით. პლანეტა ვენერა ემოციურ წონასწორობასა და რიტმის განვითარებაში დაგეხმარებათ. ბოლო დროს სულიერებისადმი თქვენი ინტერესი იზრდება.
მშვილდოსანი
როცა საქმე სიყვარულს ეხება, თავს მეცხრე ცაზე გრძობთ. მარტოხელა მშვილდოსნები შესაძლოა პოტენციურ პარტნიორს შეხვდნენ. უკვე ურთიერთობაში ხართ? შესანიშნავია, რადგან ერთმანეთის მიმართ გულწრფელი გრძნობები გამოძრავებთ. პროფესიულ საქმიანობაში ახალ კონცეფციებს ეყრდნობით, რაცსაქმის წარმატებით დასრულებას უზრუნველყოფს. ეს დღე ფინანსურადაც ხელსაყრელია და შეგიძლიათ დამატებითი ხარჯებისთვის ცოტა მეტი ფული გამოყოთ.
თხის რქა
დილიდან ენერგიას და მოქმედების სურვილს გრძნობთ და ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის მზად ხართ. მოდუნება და დასვენება გიჭირთ, მაგრამ ეცადეთ თბილი აბაზანა მიიღოთ და სასიამოვნო ფილმს ან სატელევიზიო შოუს უყუროთ. შეყვარებულებს ურთიერთობის გამწვავების ეტაპი აქვთ. ეცადეთ სამომავლო გეგმები სწორად და ეფექტურად შეადგინოთ და ხვალიდან მოქმედებას შეუდგეთ.
მერწყული
ფინანსურ ურთიერთობებში საკუთარ უპირატესობას გრძნობთ და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობთ. ნუ მოდუნდებით და ეცადეთ დომინანტური პოზიცია შეინარჩუნოთ. უნდა იყოთ ენერგიული და არ დანებდეთ მაშინვე. მკაფიო და კარგად ჩამოყალიბებული პოზიცია აღიარებას მოგიტანთ. ენერგიით სავსე ხართ და მეტი მოქმედება გსურთ. ეცადეთ სუფთა ჰაერზე სეირნობის ან სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დრო გამონახოთ. დიდი ხანია უპირატესობას ჯანსაღ საკვებს ანიჭებთ და სასურველია ასე გააგრძელოთ.
თევზები
როგორც ყოველთვის, საქმის მიმართ უზარმაზარ ერთგულებას იჩენთ, მაგრამ სამუშაო ყველაფერი არაა. ეცადეთ დაიტოვოთ დრო სიყვარულისა და ურთიერთობებისთვის. ეს დღე ისევე ლამაზად დასრულდება, როგორც დაიწყო. მარტოხელა თევზებმა შეიძლება თავაზიანი ურთიერთობა ფლირტად მიიჩნიონ. წყვილებმა კი ერთი ნაბიჯი წინ გადადგეს და ერთობლივი ცხოვრების დაგეგმას შეუდგნენ.
0
0