
28-დან 30 ივლისის ჩათვლით საქართველოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში იქნება.
მისივე ინფორმაციით, 30 ივლისიდან აგვისტოს პირველი ნახევრის ჩათვლით ტემპერატურა მცირედით დაიკლებს, თუმცა ცხელი ჰაერის მასები შენარჩუნდება.
„მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებშია მოსალოდნელი, დღეს, 29 ივლისს და ხვალ 30 ივლისს. შესაძლოა, დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ დაიკლოს რამდენიმე გრადუსით, მაგრამ იმერეთში შენარჩუნდება 39 გრადუსი, მთიან რეგიონებში არ არის გამორიცხული 40 გრადუსიც.
უკვე 31 ივლისს ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და აგვისტოს დასაწყისშიც (იმასთან შედარებით, რასაც ახლა ველოდებით), დასავლეთ საქართველოში რამდენიმე გრადუსით კლებაა. მაგრამ ის ნოტიო ჰაერის მასები და შესაძლო მცირე ხანმოკლე წვიმა განსაზღვრავს იმას, რომ მგრძნობელობა იქნება სიცხის, თორემ, რიცხვებით ტემპერატურა მიდის კლებისკენ, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ასეთ პროგნოზს ვერ ვიტყვით. ცხელი მასების გადმოტანა სამხრეთით ნარჩუნდება დღესაც და აგვისტოს დასაწყისშიც. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, მაქსიმალური ტემპერატურა, რომელიც გვაქვს. ზოგიერთ რაიონში ხვალ მოსალოდნელია 40 გრადუსი. ეს ბარს ეხება, თუმცა, არანაკლები იქნება მთიან რაიონებში.
ცოტა ჰაერში არის სინოტივე მომატებული, რაც უფრო დამხუთველს ხდის სიცხეს და მგრძნობელობა მომატებულია“,- ამბობს დოდო გვაზავა.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025