
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, დგებუაძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ვიქტორ კუპრაძის, კახნიაშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ძოწენიძის, გამრეკელის, დუდუ დადიანის, ზურაბ მუზაშვილის, მამია გურიელის, პაბლო პიკასოს, პაატა დათუაშვილის, რამაზ ჩხიკვაძის, შალვა ნუცუბიძის, ნუშის, ავთო ვარაზის, ინტენსიფიკაციის, ქანთარიას, ბესარიონ ჟღენტის, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026