
უკრაინელი ჟურნალისტი აწამეს, მოკლეს და ორგანოები ამოაცალეს, სანამ მისი სხეული რუსმა გამტაცებლებმა დააბრუნეს. ნათქვამია მედიაორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
ანგარიში არაკომერციული მედია ორგანიზაცია Forbidden Stories-ისა და 12 საინფორმაციო გამოცემის მიერ მომზადდა და სამშაბათს გამოქვეყნდა.
ცნობისთის, 27 წლის ვიქტორია როშჩინა მას შემდეგ დააკავეს, რაც ის აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში გაემგზავრა, რათა რუსული ჯარის მიერ უკრაინელების უკანონო დაკავებისა და წამების შესახებ შეეტყობინებინა საზოგადოებისთვის.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ომის დანაშაულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ბელუსოვმა განაცხადა, რომ მისი სხეულის სასამართლო ექსპერტიზამ გამოავლინა წამებისა და არასათანადო მოპყრობის მრავალი ნიშანი.
"ეს მოიცავს აბრაზიებს და სისხლჩაქცევებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, გატეხილი ნეკნი, კისრის დაზიანებები და შესაძლო ელექტროშოკის ნიშნები მის ფეხებზე", - განაცხადა მან.
მან დასძინა, რომ არსებობს იმის ნიშნები, რომ ცხედარს უკრაინაში დაბრუნებამდე გაკვეთა ჩაუტარდა. მისი თქმით, ცხედრისთვის ორგანოების ამოცლა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ცდილობდა დაეფარა სიკვდილის მიზეზი, რათა დაემალა სამხედრო დანაშაულის შესაძლო ჩადენა.
0
0