
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ხომლელის, თრიალეთის, კუპრაძის, კახნიაშვილის, ჯავახეთის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ილია სუხიშვილის და დვალის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, აფხაზავას, თენგიზ სტურუას და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ჩალისპირების დასახლების, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ევგენი მიქელაძის, ბელიაშვილის, ნონა გაფრინდაშვილის, ვირსალაძის, ლუბლიანას, პაიჭაძის, კვირაცხოვლის, ახმეტელის, ბალანჩინის, ჭიაურელის, ტერევერკოს და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოგიშვილის ჩიხის, გელოვანის, დიდგორის, გოძიაშვილის, პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალის, ათონელის, სარაჯიშვილი, ფარნავაზ მეფის, როსტევანის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის, ფატმანის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნასაკირალის, წურწუმიას, თბილელის, გიგა ბათიაშვილის, გიორგი წერეთლის, გაბისკირიას, გრემის, ელენე ახვლედიანის, ორხევის, სევანის, ავლაბრის, კალატოზის, ურიცკის, სპარტაკის, გურჯაანის, მარტყოფის, მთავარანგელოზის, აბდუშელიშვილის, არმაზის, ერევნის, ბოროდინის, მახათას, სამოქალაქოს, კონსტანტინე ერისთავის, ლადო მესხიშვილის, სამრეკლოს, ხარაგაულის და ქედის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის, სოფელი კოჯრის და სოფელი კიკეთის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0