10/06/2023
18:28
მსოფლიო
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ, კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად, 27 ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაღუპულია 4, ხოლო ევაკუაციის დროს დაბომბვებისას 11 ადამიანი დაშავდა.
უწყების ცნობით, ხერსონის ოლქში 47 დასახლება დაიტბორა, მათგან 33 უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 14 კი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
“2620 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 160 ბავშვია. დაიღუპა 4 ადამიანი. ევაკუაციის ღონისძიებების დროს დაბომბვის შედეგად 11 დაშავდა. მიკოლაევის რეგიონში დაიტბორა 31 დასახლება. ევაკუირებული იქნა 936 ადამიანი, მათ შორის 167 ბავშვი”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დნეპროპეტროვსკის რეგიონის 26 დასახლებაში 89 ათასზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება არ აქვს. ადგილზე ორგანიზებულია სასმელი და ტექნიკური წყლის მიწოდება.
"ვცდილობთ გავაგრძელოთ საევაკუაციო ღონისძიებები, მაგრამ მტერი უმოწყალოდ ისვრის. ვმუშაობთ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის. 12:55 საათისთვის დაკარგულად ითვლება 27 ადამიანი", - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, 6 ივნისის ღამეს ოკუპანტებმა კახოვკის ჰესის კაშხალი ააფეთქეს. დაიტბორა ათობით დასახლებული პუნქტი.
0
0