
ერთი თვის წინ დაანონსდა პარტიის დაფუძნება, ამბიციით რომ სიმართლითა და ღირსებით შესაძლებელია პოლიტიკური რეალობის შეცვლა - ასე ეხმაურება ISSA-ის კვლევის ალოკაციის შედეგებს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია :
"ერთი თვის წინ დაანონსდა პარტიის დაფუძნება, ამბიციით რომ სიმართლითა და ღირსებით შესაძლებელია პოლიტიკური რეალობის შეცვლა;
მალე სულ უფრო მეტნი ვიქნებით, ვისაც არა მხოლოდ გვსურს,არამედ გვჯერა ცვლილების და შევცლით რუსულ ხელისუფლებას, პირველ რიგში ქართველ ხალთან ერთობით.
ეს პარტია შეიქმნა პოლიტიკური ჯებირის მონგრევის ამბიციით, რომელიც გვეღობება ევროპის გზაზე.
26 ოქტომბერს იქნება ახალი არჩევანი და დადგება ახალი შედეგი!
P.S. იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის დათვლის საბოლოო შედეგი ალოკაციით:
ქართული ოცნება - 37.4%
ენმ - 18.8%
ახალი - 13.8%
საქართველოსთვის - 5.2%
ლელო 4.7%" წერს მელია.
0
0