25/12/2021
23:03
ჰოროსკოპი
ვერძი
მარტოხელა ვერძებს საინტერესო შეხვედრა ელით. თქვენით მოხიბლული ადამიანი პატარა მინიშნებას ელის, რომ იმოქმედოს! ეცადეთ ყველა მინიშნება სწორად გაიგოთ. ურთიერთობაში სრული ურთიერთგაგება და იდილია სუფევს. თქვენი ერთობლივი ცხოვრება აუცილებლად წარმატებული იქნება. პარტნიორს სრულიად ახალი მხრიდან დაინახავთ და ძალიან მოგეწონებათ.
კურო
ნაცრისფერმა დღეებმა ძალიან დაგღალათ და ცვლილებებსა და სიახლეებს ელით. შეგიძლიათ სრულად დატკბეთ პარტნიორთან ურთიერთობით და არაფერზე იდარდოთ. მარტოხელა კურო შეილება შეხვდეს ადამიანს, რომელიც მისი ცხოვრების პარტნიორი გახდება. მთლიანად ჩაფლული ხართ ყოველდღიურ საქმეებში და შესანიშნავად იცით როგორ გამოიყენოთ საკუთარი უნარები. ხანგრძლივი და დაძაბული შრომის შედეგებისაიმედო იქნება.
ტყუპები
მეგობრები თქვენი სიყვარულის ახლებურად დანახვაში დაგეხმარებიან. ეცადეთ საერთო ინტერესები და აქტივობები მოძებნოთ, რომლებიც ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგაახლოვებთ. დიდი ძალისხმევისა და ძლიერი მოტივაციის დახმარებით საკუთარ გეგმებს ერთი ნაბიჯით გაუსწრებთ. ნუ მოდუნდებით და არ შეჩერდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საწყის წერტილს დაუბრუნდებით. პროფესიონალიზმისა და შეუპოვრობის წყალობით ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ თავსიზოლირებულადიგრძნობთ.
კირჩხიბი
ეცადეთ ოჯახურ ცხოვრებაში ეჭვების ადგილი არ დატოვოთ. ერიდეთ ურთიერთობებში გაუგებრობას. გახსოვდეთ, რომ გულწრფელი საუბრის დახმარებით ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია. ნუ დააყოვნებთ, რაც უფრო ადრე გაარკვევთ სიტუაციას, მით უკეთესია. მატერიალური თვალსაზრისით ეს დღეახალს არაფერს მოგიტანთ, მაგრამ ყველაფერი წინ გაქვთ.
ლომი
ამ დღეს წინა დღეებისგან განსხვავებით, თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა გექნებათ. ეცადეთ უფრო მეტად იაქტიუროთ, გამოიჩინეთ ინიციატივა და გარშემომყოფები ახალი იდეებით გააოცეთ. ყურადღებით იყავით და არ დაუშვათ ოჯახური ბიუჯეტის უსარგებლო ნივთებზე განიავება.
ქალწული
წარმატებას, რომელზეც ოცნებობთ, აუცილებლად მიაღწევთ თუ ბევრს არ იტრაბახებთ. გულწრფელი საუბარი ურთიერთობის გარკვევაში დაგეხმარებათ და შვებას მოგგვრით. თქვენ გაქვთ შესანიშნავი შანსი, რომ ყველაფერში გაერკვეთ და სიტუაცია გამოასწოროთ.
სასწორები
ამ დღეს თქვენი ემოციური ცხოვრება მთავარ ადგილზეა. გსურთ, რომ საკუთარი სიყვარულის გარშემო ისეთიცი ხესიმაგრე ააშენოთ, რომელსაც ვერაფერი დააზიანებს და დღეს ამის შანსი გექნებათ. დროა საკუთარი მიზნების განხორციელებას შეუდგეთ. რომანტიულ ურთიერთობებში სირთულეები გელით - სიტუაცია შეიძლება საკმაოდ დამაბნეველი გახდეს. შესაძლოა, ურთიერთობის გაწყვეტის საჭიროება იგრძნოთ.
მორიელი
ბოლოდროინდელი გაუგებრობები ძალიან სწრაფად გაირკვევა და შესაძლებლობა მოგეცემათ ამ დღით სრულად დატკბეთ. მთავარია, ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ და ძველი კონფლიქტები წარსულში დატოვოთ. უფრთხილდით ზედმეტად მაცდურ შეთავაზებებს.
მშვილდოსანი
გარკვეულ ოჯახურ პრობლემებთან შეჯახება სიმშვიდის შენარჩუნებას და ხასიათის სიძლიერის გამოვლენას გასწავლით. სირთულეები თქვენს ურთიერთობას უფრო მტკიცეს და ჰარმონიულს გახდის. ხვდებით, რომ ამ ომში ბოლომდე ერთად უნდა იყოთ. ერთობ საჩოთირო სიტუაციებიდან სამაგალითო სიმშვიდის წყალობით გამარჯვებული გამოხვალთ. გირჩევთ ფინანსურ სექტორში გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროთ.
თხის რქა
ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით შესაძლოა, ოჯახური დავების მოგვარება მოგიწიოთ. თქვენი ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება არასასურველი რეალობის წინაშე დაგაყენებთ. თქვენი ინოვაციური იდეები შეიძლება ყველას არ მოეწონოს, მაგრამ ნუ შეჩერდებით და მიზნისკენ სვლა გააგრძელეთ.
მერწყული
მოერიდეთ გლობალური გეგმების შედგენას და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, რადგან პლანეტების განლაგება ამისთვის არახელსაყრელია. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ხარ, მაგრამ რეალობისგან ძალიან შორს. ეცადეთ მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. სასურველია მთელი ენერგია მიზნების მიღწევისკენ მიმართოთ და წვრილმანებს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. დღეს კარგად შესრულებული სამუშაო სიამოვნებას მოგანიჭებთ.
თევზები
თუ მარტო ხართ, დროა, მდგომარეობის შეცვლაზე იზრუნოთ. ნუ წუწუნებთ, რომ სიყვარული არ მოდის, უბრალოდ, იმოქმედეთ. შრომატევადი საქმის დასრულების შემდეგ სრულფასოვან დასვენებაზე უნდა იფიქროთ, მით უმეტეს, რომ წინ სადღესასწაულო დღეები გელით.
0
0