
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, ჭანდრის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის და გიორგი გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 III მიკრორაიონის, ვარკეთილის IV მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, ჯავახეთის, თაყაიშვილის, სუხიშვილის, დვალის, კუპრაძის, ნიკოლოზ ლანდიას, ლადო კოტეტიშვილის, ილია სუხიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0
დონალდ ტრამპი – ირანი სრულად იშლება
24/08/2026