
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, მარიკა ბარათაშვილის და მედეა ჩახავას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის II, III, VI კვარტლების, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი ბელიაშვილის და ნონა გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბერიაშვილის, გიორგი აბაშვილის და ბუხაიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
23/02/2026