
რამდენიმე დღის წინ მუსიკოსი დათო ევგენიძე თურქეთში გაემგზავრა, სადაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას გაიკეთებს.
როგორც ირკვევა დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.
ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ევგენიძე სოციალურ ქსელში წერდა:
"ოპერაციის მერე აკრძალული გვაქვს ალკოჰოლი და გადავწყვიტეთ, თითო ჭიქა ჩაგვერტყა... მე სულ მალე დავბრუნდები - ავისრულებ მე ჩემს ნატვრას, მე გვერდით მყავს მახარა, მზის ამოსვლა მახარა" - წერდა დათო ევგენიძე.
ამჯერად პოსტს და დათოსთან გადაღებულ ფოტოს სტამბულიდან გიორგი აქვეყნებს და წერს, რომ ოპერაციის თარიღიც ჩაინიშნა:
"25 ში ერთნი გავხდებით" - მახარაშვილის ამ პოსტს უამრავი გამამხნევებელი კომენტარი მოჰყვა ცნობილი ადამიანებისგან.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025