
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს და დეკემბერში განწყობების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს.
ჯაჯანიძე წერს, რომ 24 დეკემბრამდე რთული პერიოდია, თუმცა 25 დეკემბრიდან მნიშვნელოვანია “შთაგონება”:
"ადამიანის იდეალური მდგომარეობაა, როცა მაქსიმალურად ცდილობს გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას, მართოს საკუთარი ემოციები, სწორად გაანაწილოს დრო და სწორად წარმართოს ურთიერთობები.
ყველა წლის 1 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე არის ყველაზე რთული, არეული პერიოდი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დაველოდოთ 25 დეკემბერს.
25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, უნდა ვეცადოთ კოდირება, შთაგონება გაუკეთოთ საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს.
ანუ 6 დღის განმავლობაში ვიფიქროთ ყველაფერ დადებითზე, როგორ აგვისრულდება ჩანაფიქრი, ოცნება და სურვილები.
ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვტოვებთ უარყოფით სურვილებს, ფიქრებს და უარყოფით ადამიანებს.
6 დღის განმალობაში, 25 დან 31-მდე უნდა დავივიწყოთ უარყოფითი წარსული და უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
თუ 1 იანვარს ახალი ენერგიით, ახალი ემოციით, მომავლის იმედით არ შეხვდებით და გააგრძელებთ ძველებურად ცხოვრებას, მაშინ თქვენ თავად აგებთ პასუხს თქვენს მომავალზე.
შეცდომები მოსდის ყველას, დაუტოვოთ უარყოფითი ემოციები და ფაქტები ძველ წელს და ახალ წელს შევხვდეთ ახლები, ბედნიერები, კეთილები და კეთილმოსურნეები.
არ უპასუხოთ უარყოფითს უარყოფითად.
არასოდეს იმართლოთ თავი, სიმართლე მზესავით თავად მოედება და მოეფინება ჩვენს ირგვლივ.
კარგად მოუსმინე საკუთარ თავს რას ლაპარაკობ ადამიანებზე და მიხვდები როგორი ხარ შენ.
დავიწყოთ ახალი ცხოვრება ახალ წელთან ერთად.
წარმატება ვუსურვოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც", - გიორგი ჯაჯანიძე წერს.
0
0