
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, გამრეკელის, ნუცუბიძის, გელოვანის, გოგიძის, ძოწენიძის, დადიანის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, მშველიძის, უტიაშვილის, შანდორ პეტეფის, დავითიანის, კვაჭანტირაძის, ალუბლების, სულაქველიძის და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0