21/09/2024
14:29
კულტურა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 2024 წლის 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი; კალიგრაფი გიორგი სისაური.
ასევე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი წარადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“, ხოლო საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით სამი ქართული ფილმის ჩვენებას გამართავს.
0
0