
24 საათზე ნაკლები დამოუკიდებლობის დღემდე. საზეიმო ღონისძიებების სამზადისი დასასრულს უახლოვდება. მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. თავისუფლების მოედანზე დღეს დილით გენერალური რეპეტიცია ჩატარდება. პარალელურად გალა კონცერტისთვის მზადებას გადიან მომღერლები და მოცეკვავეები.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ. რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა. მუსიკალურ-თეატრალურ სივრცეში მოეწყობა კაფე რადიო, სადაც რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მიწვეული სტუმრებით. გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“ სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.
ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიური ინსტალაცია, ავიაციის კოსტიუმების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეალური თვითმფრინავი, სადაც მისულ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა და ფოტოების გადაღება. დამოუკიდებლობის დღეს, თბილისთან ერთად კიდევ 15 ქალაქი აღნიშნავს, სადაც 26 მაისი კონცერტებით დასრულდება.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026