
ქსელში გადართვების გამო 23 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის I, II, VI კვარტლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, თოფურიძე ვალენტინის, გოძიაშვილის, არზაყან ემხვარის, პეტრიწის, ფარჯიანის, გაბაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, თოფურიას, ინტენსიფიკაციის, კორნელი ჩალაძის, გურიელის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ირაკლი გამრეკელის, დუდუ დადიანის, პაბლო პიკასოს, დავით გამრეკელის, მუზაშვილის და პაატა დათუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0