
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.
ის სათავეს 1923 წლიდან იღებს. ამ დღის იდეა პირველად ერთ-ერთმა ესპანელმა მწერალმა გააჟღერა, რისი საფუძველიც მიგელ დე სერვანტესის პატივისცემა და დაფასება იყო. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ წიგნის საერთაშორისო დღის თარიღად 23 აპრილი – მიგელ დე სერვანტესის, უილიამ შექსპირისა და გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების რიცხვი აირჩიეს.
სწორედ ამ დღეს დამკვიდრდა წიგნების და ვარდების ჩუქების ტრადიციაც – კატალონიაში კაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ქალები კი – წიგნებს. ამით ისინი მიანიშნებდნენ, რომ წიგნები შეუცვლელი რამ იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალები მხოლოდ რჩეულ მამაკაცებს ჩუქნიდნენ წიგნებს. მით უმეტეს, რომ წიგნი იმ დროისთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.
1995 წელს იუნესკომ ეს დღე ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ.
საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღე 2003 წლიდან აღინიშნება.
0
0
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
10/04/2026