მანჩესტერში, 22 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ქალი დანით მოკლა, ხოლო 17 წლის გოგონა და კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაჭრა. დეტექტივების ინფორმაციით, ინციდენტში ეჭვმიტანილი "მსხვერპლთათვის ცნობილი იყო".
მანჩესტერის პოლიციის განცხადებით, ინციდენტი მანჩესტერის სოფელ გარტონში, ღამით, მოხდა. ოფიცრებმა დაადგინეს, რომ სამ ადამიანს, 17 წლის გოგონას, 43 წლის ქალს და 64 წლის მამაკაცს მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
„სამწუხაროდ, 40 წლამდე ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი ორი დაშავებული საავადმყოფოში მკურნალობს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. დეტექტივებმა 22 წლის მამაკაცი დაკითხვამდე დააკავეს. გამოძიება გრძელდება. დეტექტივები ესაუბრებიან მოწმეებს, რათა დადგინდეს ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილი მსხვერპლთათვის ნაცნობი იყო და, მან, სავარაუდოდ, მკვლელობა წინასწარ დაგეგმა,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
0
0