20/06/2023
13:43
მსოფლიო
„საუკუნის ბოლოსთვის, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს მოცულობის 80%-მდე დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ, რასაც, უმკაცრესი კლიმატის სცენარის პირობებში, მილიონობით ადამიანისთვის საშიში შედეგები მოჰყვება,“ - განაცხადეს ნეპალელმა მეცნიერებმა.
მთის ინტეგრირებული განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICIMOD) ახალი ანგარიშის მიხედვით, კლიმატის ცვლილების გავლენა გავრცელდება ავღანეთიდან დასავლეთით მიანმარამდე აღმოსავლეთით 4,1 მილიონ კმ2 ფართობზე. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰინდუ კუშისა და ჰიმალაის მთიანეთის რეგიონში მყინვარები 2010-იან წლებში 65%-ით უფრო სწრაფად დადნა წინა ათწლეულთან შედარებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მაღალი ტემპერატურა მათზე უკვე ახდენს გავლენას.
როგორც ცნობილია, ამ რეგიონში ყინული და თოვლი 12 მდინარეს „კვებავს“, რომლებიდანაც მტკნარი წყლით მარაგდება 2 მილიარდი ადამიანი 16 ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთსა და პაკისტანში, და რეგიონი, საბოლოოდ უხვი წყლის მინიმალურად შემცირების საფრთხის წინაშე დგება. 2019 წელს, მეცნიერთა იმავე ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ირკვევა, რომ ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაშიც კი, როდესაც საშუალო გლობალური დათბობა მოიცავს 1,5 გრადუს ცელსიუსს, რეგიონი დაკარგავს მყინვარების, სულ მცირე, მესამედ ნაწილს. ჯგუფის განახლებული ანგარიშით დგინდება, რომ მას შემდეგ ეს პროგნოზები გაუარესდა.
„1,5-2 გრადუს ცელსიუსამდე დათბობით, მსოფლიოს უმაღლესი მთის მასივი 2100 წლისთვის თავისი მოცულობის 30%-50%-ს დაკარგავს. მეცნიერები 1,5 გრადუსით დათბობას საკვანძო გარდატეხის წერტილად მიიჩნევენ, რომლის შედეგადაც, შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს წყალდიდობის, გვალვის, ტყის ხანძრების და საკვების დეფიციტის რისკი,“ -ნათქვამია ბოლო მოხსენებაში.
ჰინდუ კუშ ჰიმალაის რეგიონში 240 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა კულტურა ათასობით წლით თარიღდება. მათი საარსებო წყარო ძირითადად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, მეცხოველეობაზე, ტურიზმსა და სამკურნალო და არომატულ მცენარეებზე. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული დარგები ძალიან მგრძნობიარეა რეგიონში კლიმატური და კრიოსფერული პირობების უმნიშვნელო ცვლილებების მიმართაც კი. მაგალითად, თოვლიანობის მოცულობის სქემები სულ უფრო და უფრო არ შეესაბამება სეზონურობას, რაც იწვევს პირუტყვისთვის საძოვრების შემცირებას. გასული ნახევარი ათწლეულის განმავლობაში, ინდოეთში, ნეპალსა და ბუტანში იაკები [ტიბეტური ხარი] საკვების დეფიციტის გამო დაიღუპნენ და ფერმერების უზარმაზარი შემოსავალი შემცირდა. რეგიონის დისტანციურობა და უხეში რელიეფი ასევე ნიშნავს, რომ მთის თემებს ხშირად არ აქვთ წვდომა კატასტროფების სასწრაფო პრევენციაზე,” - თქვა კვლევის თანაავტორმა ამინა მაჰარჯანმა.
„ჰინდუ კუშ ჰიმალაის მყინვარები დედამიწის სისტემის ძირითადი კომპონენტია. აზიაში მცხოვრები ორი მილიარდი ადამიანი დამოკიდებულია მყინვარისა და თოვლის წყალზე, ამიტომ ამ კრიოსფეროს ცვალებადობის შედეგები ზედმეტად მკაცრი და დამაფიქრებელია. ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომ ახლავე იმოქმედონ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად“, - თქვა მთის ინტეგრირებული განვითარების საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ იზაბელა კოზიელმა.
მოხსენების თანახმად, სხვადასხვა ეკოსისტემის კლიმატის უარყოფითი ცვლილებების გამო ასევე საფრთხე ემუქრება უნიკალურ სახეობებს. პაკისტანის მურეის ბორცვებში პეპლების თოთხმეტი სახეობა უკვე გადაშენდა, ხოლო ბაყაყის ენდემური სახეობები ყველაზე მეტად განიცდიან კლიმატის ცვლილებას, რადგან მათ გამრავლების პრობლემები და განვითარების დეფორმაციაც ახასიათებთ.
0
0