20/12/2021
15:46
ჰოროსკოპი
ვერძი
პლანეტა ნეპტუნის გავლენის გამო, შეიძლება თქვენი ყველაზე ერთგულმა მეგობრებმა მოგატყუოთ. ზოგჯერ ყველაზე სანდო და საჭირო ადამიანებს ვერ ვამჩნევთ, ეცადეთ თქვენც ასე არ დაგემართოთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ხაფანგში არ მოხვდეთ და არცერთ სიტუაციაში წონასწორობა არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, რომ მატყუარა მეგობრები მტრებზე საშიშები არიან. საბედნიეროდ, თქვენს სახლში ყველაფერი წესრიგშია. ისარგებლეთ ამით, რომ სამსახურეობრივი უსიამოვნებები დაივიწყოთ.
კურო
შესაძლოა, სამსახურში ერთდროულად რამდენიმე პროექტისშესრულება მოგიწიოთ, მაგრამ შეგიძლიათ კოლეგების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. კოლეგიალური სოლიდარობა და შესანისრული ურთიერთგაგება ადამიანების რწმენას დაგიბრუნებთ. უკვე იცით, რომ შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.პროფესიული საქმიანობის მიმართულებით მიღწეული წარმატება გარშემომყოფებთან თქვენს ურთიერთობაზესასიკეთოდ აისახება.
ტყუპები
ამ დღეს პლუტონის გავლენის ქვეშ იმყოფებით, რამაც შეიძლება მელანქოლიურ განწყობაზე დაგაყენოთ. საბედნიეროდ, მელანქოლიური ატმოსფერო სატურნის კეთილი მფარველობით დასუსტდება. ნუ მისცემთ უსიამოვნო ფიქრებს თქვენი დაპყრობის უფლებას, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ ცხოვრების ბნელი მხარე დაგანახონ. ის კი სინამდვილეში მხოლოდ წვრილი, შავი ზოლია.
კირჩხიბი
მანათობელი მზის გავლენის წყალობით, კირჩხიბები ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად მხიარულად გაატარებენ. სანთლების შუქზე, რომანტიკულ საღამოზე ოცნებობთ. სახლში სიმშვიდე, ურთიერთგაგება და კარგი განწყობა სუფევს. თუ მეუღლესთან მრავალწლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ, გირჩევთ კვირაში ერთხელ მაინც მოაწყოთ რომანტიკული ვახშამი ან პაემანი და საკუთარ თავს შეახსენოთ, რატომ შეგიყვარდათ ერთმანეთი.
ლომი
მთვარე თქვენი ზოდიაქოს ნიშანს თავისი კეთილისმყოფელი სხივებით გაანათებს. კოლეგები და ახლობელი ადამიანები თქვენს კეთილსინდისიერებას და პატიოსნებას აფასებენ. პიროვნული მომხიბვლელობა და თვალისმომჭრელი ღიმილი პროფესიული შეხვედრების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სიზარმაცის ან შეცდომის შემთხვევაში შეიძლება ზემდგომების რისხვაც დაიმსახუროთ.
ქალწული
ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან სისუსტის გამოჩენას შეიძლება პოტენციურად დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. დაოჯახებულ ან ურთიერთობაში მყოფ ქალწულები შეიძლება აკრძალულმა ვნებამ აცდუნოს, თანაც ეს განსაკუთრებით შეუფერებელ დროს მოხდება რისი მიზეზიც თქვენს ასტრალურ ცაზე იუპიტერის და მისი მავნე დინებების შემოსვლაა. ეცადეთ ვნებები დაიცხოთ და თუ ამჟამინდელ ურთიერთობაში ეჭვი გეპარებათ, გულწრფელად აღიაროთ. ეს რთული პერიოდის გავლაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ერიდეთ ოჯახში ეჭვიანობის შემოტევას. ზოგჯერ ადამიანის წარმატებას ძველი, ფარული წყენების გაცოცხლება შეუძლია, მაგრამ გწამდეთ, რომ წყენის ღრუბლებს მზის სხივები გააქრობს. თქვენს ნიშანში მყოფი მზის ნათელი წყენას და მრისხანებას დაძლევს და თქვენს ირგვლივ მბრუნავ ნეგატიურ ტალღებს აირეკლავს. ამ თვალით უხილავმა ტალღებმა დიდი ხანია თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სახიფათო ჩარევა დაიწყეს. ფრთხილად იყავით და ეცადეთ მიმდინარე მოვლენები აკონტროლოთ.
მორიელი
თქვენს ნიშანზე მარსის გავლენა მიუთითებს, რომ გიჟური თავგადასავალი დაგეგმეთ. ბოლოს და ბოლოს საოცნებო სამუშაოს იწყებთ და საკუთარი მოტივაციის დემონტრირებას ახდენთ. სამსახურში მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებისთვის ხელჩართული ომი მიმდინარეობს. არ დანებდეთ და ბოლო წუთამდე იბრძოლეთ, რომ ეს პროექტი მიიღოთ. შესანიშნავად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება ამ კომპანიაში თქვენი მომავლისთვის. თუნდაც სხვების თვალში აგრესიული გამოჩნდეთ, უკან არ უნდა დაიხიოთ.
მშვილდოსანი
ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაფერი შესანიშნავადაა. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ. გამოიყენეთ საკუთარი დინამიზმი სპორტული ვარჯიშებისთვის. ეცადეთ ფეხით ბევრი იაროთ და ლიფტით სარგებლობაზე უარი თქვათ. გახსოვდეთ, ფიზიკური აქტივობა კარგი გადაწყვეტილებაა თქვენი სხეულისა და გონებისთვის, ამიტომ ეს სიამოვნება საკუთარ თავს არ უნდა მოაკლოთ.გირჩევთ ფიზიკური აქტივობა ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებასთან შეათავსოთ და ერთსა და იგივე დროს მიირთვათ.
თხის რქა
ეს დღე თხის რქებისთვის გამორჩეულად კრეატიული იქნება. როგორც იქნა გამოხვედით თქვენი კარჩაკეტილობიდან და ხელოვნების ყველა ფორმით დაინტერესდით. შესაძლოა, მეგობარმა საინტერესო წინადადებით მოგმართოთ - მაგალითად, კინოში ან თეატრში წასვლა შემოგთავაზოთ. აუცილებლად დათანხმდით, რადგან ეს გასეირნება ბევრ სარგებელს მოგიტანთ: გონებას გაგიხსნით და ყოველდღიური საზრუნავისაგან გაგათავისუფლებთ.
მერწყული
მას შემდეგ რაც საკუთარ უნარებს პროფესიულ საქმიანობაში სრულად გამოავლენთ, შეძლებთ, რომ ის სარგებელი მიიღოთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. ზემდგომები მზადაა კარიერული წინსვლა შემოგთავაზონ, რომელსაც იმსახურებთ და ამ სიტუაციას თქვენთან მიმართებაში მერკურის ხელსაყრელი პოზიციაც აძლიერებს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ საკუთარი გამოცდილება სრულად გამოავლინოთ. ეს შეიძლება თქვენს საქმეში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
თევზები
სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. თუ რამდენიმე წამიანი სირბილი ან კიბის რამდენიმე საფეხურის ასვლა საკმარისია, რომ ქოშინი დაიწყოთ და თავბრუსხვევა იგრძნოთ, დროა ექიმს მიმართოთ. იზრუნეთ ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების მიღებაზე და ფიზიკურ აქტივობაზე.
0
0