
2026 წლის USA Wine Ratings-ზე, აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე, ბადაგონმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლები მოიპოვეს: კახური წარჩინებული თეთრი, ბადაგონი როზე, კახური წარჩინებული წითელი, ალავერდის ტრადიცია წითელი, მუკუზანი
"USA Wine Ratings-ის ჟიური, რომელიც წამყვანი ღვინის მყიდველებისა და ინდუსტრიის პროფესიონალებისგან შედგება, ღვინოებს მხოლოდ ხარისხის მიხედვით არ აფასებს. კონკურსი ასევე ითვალისწინებს ღირებულებასა და შეფუთვას — იმ კრიტერიუმებს, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე წარმატებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა.. მსგავსი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. ყოველი ასეთი გამარჯვება მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი 8 000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციის საერთაშორისო აღიარებას."- აცხადებენ მეღვინეობა ბადაგონში.
აღსანიშნავია, რომ ბადაგონის ღვინოები მრავალი საერთაშორისო კონკურსების ოქროს მედლების მფლობელია.
0
0