
პარლამენტში ბიუჯეტი განიხილეს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. პროექტში რეალური ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტია, მისი ჯამური ოდენობა 36 მილიარდ 300 მილიონია.
მომავალი წლიდან იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც. პროექტში გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა სხვადასხვა სამინისტროსთვის, მათ შორის ძალოვანი უწყებებისთვის.
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, გაიზარდა, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და ჯამში, 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.
მომდევნო წელს, 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 370 ლარის, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისი კატეგორიებისთვის იქნება 444 ლარი და 594 ლარი.
ჯამში, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 6 მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება პირველად პროექტთან შედარებით, 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გაიზარდა, თითქმის, 90 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
0
0