
2025 წლის ბოლო 3 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 61 507 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 282 ფაქტი გამოავლინეს.
აქციზური მარკის გარეშე ამოღებულმა თამბაქოს ნაწარმის საერთო ღირებულებამ 300 000 ლარს გადააჭარბა.
198 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
14 შემთხვევის მიმართ, საქმის მასალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას და აღნიშნული პროცესი, უწყების მიერ მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025