17/01/2025
20:20
ეკონომიკა
„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) დეკემბრის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2024 წლის დეკემბერში საქართველოში წარმოებული იყო 983,518 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია, რაც 15,7%-ით ნაკლებია წინა წლის დეკემბერში წარმოებულთან (1 166,455 მლნ კვტსთ) შედარებით.
სულ, 2024 წელს საქართველომ 14,2341 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია აწარმოვა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი კი 14,3958 მილიარდი კვტსთ იყო. წლიურ ჭრილში ელექტროენერგიის წარმოება 1,12%-ით არის შემცირებული.
2024 წლის განმავლობაში იმპორტირებული იყო 1,2275 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელზე (681,700 მლნ კვტსთ) 55,4%-ით მეტია.
იმპორტირებული ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში რუსეთიდან იმპორტირებულის წილი შარშანდელი 99,6%-დან 78,9%-მდეა შემცირებული, თუმცა აბსოლუტური რაოდენობა გაზრდილია 786,5 მლნ კვტსთ-დან 968,8 მლნ კვტსთ-მდე ანუ 23,18%-ით.
იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 659 მილიონ 300 ათასი კვტსთ ოკუპირებულმა აფხაზეთმა მოიხმარა, რაც გასული წლის მოხმარებაზე (776,4 მლნ კვტსთ) 15,1%-ით ნაკლებია.
საქართველოს (ოკუპირებული აფხაზეთის გარდა) მიერ მოხმარებული იმპორტული ელექტროენერგიის მოცულობამ 2024 წელს 568 მილიონ 200 ათასი კვტსთ შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით (13,4 მლნ კვტსთ) 42,4-ჯერ მეტია.
მთლიანობაში, 2024 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2,5527 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც შარშანდელ მოხმარებაზე (2,7029 მლრდ კვტსთ) 5,6%-ით ნაკლებია.
ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში გამომუშავებული 4,1148 მილიარდ კვტსთ-დან აფხაზეთმა 1,8934 მილიარდ კვტსთ ანუ მთლიანი გამომუშავების 46% მოიხმარა.
2024 წელს ექსპორტირებულია 1,0474 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბერში მიღწეულ მაჩვენებელს (1,4684 მლრდ კვტსთ) 28,7%-ით ჩამორჩება.
შარშანდელი და წლევანდელი მონაცემების შედარება გვიჩვენებს, რომ ექპორტ-იმპორტს შორის არსებულ სალდოებს შორის სხვაობა პლუს 679 მლნ კვტსთ-დან მინუს 180 მილიონ კვტსთ-მდე დავიდა.
0
0