
მთლიანად ონლაინ ფორმატში წარიმართება უკვე სატენდერო პროცედურები, პლატფორმა შეიქმნა, ვერავითარ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეიტანს კორექტივებს ამ პროცესებში. ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, რა პრაქტიკაც იყო დამკვიდრებული 1 ლარად საკუთარ თავზე ქონების მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, "რუსთავი 2-ის" ეთერში გადაცემა "დებატებში" განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს.
"თქვენ ხომ აცხადებთ, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ყალბი, მე გეუბნებით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან არც ერთი ქონება, არა თუ უნივერსიტეტი, მიწა ან რომელიმე სხვა, არც ერთი ქონება არ გასხვისებულა აუქციონის გარეშე და ამიტომ გეუბნებით, რომ ყალბი კი არ არის ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ზუსტად არც ბენდუქიძის პრაქტიკა გვინდა, არც გიული ალასანიას, არც სააკაშვილის პრაქტიკა გვინდა, არც "ნაცმოძრაობის" და არც რომელიმე სხვა ადამიანების.
ეგ არის ჩვეულებრივი მანიპულაცია და სპეკულაცია, თქვენ არ მყავხართ ამ შემთხვევაში მხედველობაში. მაგალითად, რასაც ახლა ეს ენჯეოები ატრიალებენ, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, არის კონკრეტული შემომწირველი, ბიზნესმენები გვწირავენ ჩვენ ამ თანხებს, და ამ ბიზნესმენების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს ამ ტენდერებში.
ძალიან მარტივი ლოგიკაა, აქ არაფერი კორუფცია არ არის, არავითარი კავშირი არა აქვს ამას კორუფციასთან, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია.
ის სხვა რამე იყო, მე გეტყვით რა ხდებოდა [მიშას დროს]. მიჰყავდათ მოდულის შენობაში ბიზნესმენები და მილიონს ქეშად ატანინებდნენ ჩვეულებრივად, ეს იყო მაშინდელი პრაქტიკა ბენდუქიძის, გიული ალასანიას და სააკაშვილის დროინდელი პრაქტიკა და ჩვენს დროს არის სრულიად განსხვავებული პრაქტიკა.
ბიზნესმენს რომ უნდა დღეს ქვეყანაში, ბიზნესის სრული თავისუფლების პირობებში მმართველი პარტიისთვის ფულის შეწირვა - აქ არაფერი კორუფცია არ არის და მერე ამ ბიზნესმენების მცირე ნაწილი ტენდერებში რომ მონაწილეობს და ტენდერს რომ იგებს სამართლიან პირობებში და მთლიანად გამჭვირვალე გავხადეთ ჩვენ ეს პროცედურა, მთლიანად გამჭვირვალეა პროცედურა, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და ნებისმიერს შეუძლია თანაბარ პირობებში მოიგოს ტენდერები.
სად არის აქ კორუფცია? რამდენიმე სივრცე, ხვრელი რომ იყოს ამ პროცედურებში, მთლიანად ონლაინ ფორმატში წარიმართება უკვე სატენდერო პროცედურები, პლატფორმა შეიქმნა, ვერავითარ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეიტანს კორექტივებს ამ პროცესებში. ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, რა პრაქტიკაც იყო დამკვიდრებული 1 ლარად საკუთარ თავზე ქონების მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, ზუსტად მაგიტომ, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ზუსტად მაგიტომ, ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ, ყველა აკვირდება ამ პროცედურებს და ვერავის შეექმნება უპირატესობა ამ კონკურენციაში. ამით ვაზღვევთ ჩვენ და დანარჩენი არის სპეკულაციები, ის, რომ ვიღაცამ თან 30 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას და თან ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა, ეს არავითარი არგუმენტი არ არის კორუფციასთან დაკავშირებული, ცარიელი სპეკულაციების ეს ყველაფერი", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
0
0