
"2024 წლიდან თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რათა ძირი გამოუთხაროთ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის მქონე ქვეყანას" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანისმა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეები არ უნდა იღებდნენ ინსტრუქციებს ბრიუსელიდან.
"ამ პარლამენტის პრეზიდიუმი განაგრძობს საქართველოზე ყურადღების გამახვილებას აღშფოთებული სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, ფინანსური მუქარებით ბრიუსელიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ამჯერად პარტია "ქართულ ოცნებაზე" შეტევით. ეს აშკარა მანიპულაციაა, რადგან შეუძლებელია, დაარღვიო პოლიტიკური მოძრაობის სანდოობა, რომელსაც 2024 წელს მოსახლეობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერა ჰქონდა არჩევნებში და პარლამენტში მყარი უმრავლესობა აქვს. მათ პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვთ, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აკლია. ეს სამარცხვინო ნეოკოლონიური მეთოდები უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ლეგიტიმური სამართლებრივი პროცესებით მანიპულაციას, როგორც ეს ხდება ქალბატონი ხოშტარიას შემთხვევაში. ქართველი მოსამართლეები არ უნდა იღებდნენ ინსტრუქციებს ბრიუსელიდან. 2024 წლიდან თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რათა ძირი გამოუთხაროთ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის მქონე ქვეყანას", - განაცხადა ტიერი მარიანმა.
0
0