
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა, - ამის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული ანგარიშიდან.
აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წელთან შედარებით 15%-ით არის გაზრდილი იმ პირების რაოდენობა, ვინც 2024 წელს საქართველოს მოქალაქე გახდა. კერძოდ, 2023 წელს მოქალაქეობა 3 111-მა ადამიანმა მიიღო.
იმ პირების უდიდესი ნაწილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, იქამდე რუსეთის მოქალაქე იყო. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს მოქალაქეობა მიიღო 2 361-მა რუსეთის მოქალაქემ.
წინა მოქალაქეობის მიხედვით, ქვეყნების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
რუსეთი - 2 361 პირი;
აშშ - 110 პირი;
სომხეთი - 131 პირი;
უკრაინა - 175 პირი;
ისრაელი - 141 პირი;
საბერძნეთი - 65 პირი;
თურქეთი - 97 პირი;
გერმანია - 251 პირი;
გაერთიანებული სამეფო - 32 პირი;
ირანი - არ არის მითითებული
სხვა ქვეყნები - 185 პირი;
მოქალაქეობის არმქონე პირები - 29 ადამიანი.
0
0