15/04/2023
12:26
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მეორე ვადისთვის კენჭისყრას გეგმავს და საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად მალე წარადგენს.
"ამის შესახებ მალე განვაცხადებთ. თუმცა, ამ მოგზაურობამ გააძლიერა ჩემი ოპტიმიზმის გრძნობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს". - აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას ირლანდიაში.
ბაიდენს ხშირად უთქვამს, რომ განმეორებით კენჭის ყრას გეგმავს, თუმცა ოფიციალური განცხადების არარსებობის გამო ჩნდებოდა ეჭვი, რომ დემოკრატების კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში შეცვლილიყო.
თუმცა ბაიდენის ასაკი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული პარტიისთვის, რომელსაც ახლა წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობა აქვს და 2024-ში სენატორების რთული არჩევნები აქვს წინ.
ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.
ოფიციალურ განცხადებამდე, ბაიდენის ახლო თანაშემწეებმა და მოკავშირეებმა უკვე დაიწყეს კამპანიისთვის ფინანსების მოძიება, რათა გააძლიერონ შანსები 2024 წლისთვის - ტრამპთან შებრძოლების განმეორების შემთხვევაში, ბაიდენის მოგების შანსები.
0
0