
“წინანდლის პრემიის” გამარჯვებულთა ვინაობა უკვე ცნობილია. “ზურაბ ჟვანიას ფონდის” ხელმძღვანელობით, , „წინანდლის პრემიის“ 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია, ვასო აბაშიძის ახალ თეატრში გაიმართა. ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს საკუთარი პროექტები და ინოვაციური ნამუშევრები რვა ნომინაციაში ჰქონდათ წარდგენილი. ჟიურიმ, ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში, 23 ნომინანტიდან, სწორედ რვა მონაწილე შეარჩია.
“წინანდლის პრემია” 2023 - ის ლაურეატები არიან:
⦿ თეატრალური ხელოვნება - მსახიობი ნიკოლოზ ბაქრაძე
⦿ კინოხელოვნება - მსახიობი სანდრო სამხარაძე
⦿ პროზა - მწერალი მათე ბაღაშვილი
⦿ პოეზია - პოეტი პაპუნა ფირცხალაიშვილი
⦿ მუსიკალური ხელოვნება - კომპოზიტორი, გიორგი კობერიძე
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები - ფილოლოგი და ენათმეცნიერი გიორგი ჯღარკავა
⦿ სახვითი ხელოვნება - მიშიკო სულაკაური
⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ქეთევან კოტორაშვილი
სხვა სპონსორებთან ერთად, პროექტის მხარდამჭერი იყო ღვინის კომპანია “ბადაგონი”, ხოლო პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერი- რადიო „სივრცე“.
“ბადაგონი არის ჩვენი მხარდამჭერი, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, ის მუსიკის ნომინაციას აფინანსებს. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, გოგი სალაყაიას, ლიზა ბაგრატიონს- ჩვენთან მეგობრობისთვის” - განაცხადა, რადიო “სივრცის” ეთერში ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი და სხვა ცნობილი სახეები იღებდნენ.
ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა–სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია".
0
0