
-
2023 წელი დასასრულს უახლოვდება. ამიტომ, შემაჯამებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ, 2023 წლის განმავლობაში გოგონებისა და ბიჭებისთვის ყველაზე ხშირად დარქმეული სახელების სტატისტიკა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემი 2023 წლის 1-ელი იანვრიდან, 2023 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდს ასახავს. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე მეტ გოგონას ნიცა დაარქვეს, ყველაზე მეტ ვაჟს კი - გიორგი.
2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 29 ნოემბრამდე გოგონებისთვის 20 ყველაზე მეტჯერ დარქმეული სახელი:
ნიცა - 585
მართა - 540
მარიამ - 529
ლილე - 529
ელენე - 509
მარიამი - 497
ევა - 441
ნია - 419
თაია - 387
ბარბარე - 380
ანა - 320
ნიტა - 309
ანასტასია - 308
სოფია - 283
ნუცა - 280
კირა - 277
ლიზა - 276
ნენე - 274
სესილი - 269
კატო - 268
2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 29 ნოემბრამდე ბიჭებისთვის 20 ყველაზე მეტჯერ დარქმეული სახელი:
გიორგი - 804
ალექსანდრე - 740
დემეტრე - 727
ნოე - 661
ლუკა - 648
თომა - 623
ანდრია - 553
დანიელ - 529
ლაზარე - 493
დაჩი - 492
იოანე - 471
გაბრიელ - 450
ნიკოლოზ - 438
ვაჩე - 388
ილია - 384
დავით - 382
სანდრო - 376
გაბრიელი - 367
დანიელი - 328
მათე - 321
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, ყველაზე პოპულარული სახელი გოგონებს შორის ნინოა, ვაჟებს შორის კი გიორგი.
ნინო 115 738 ადამიანს ჰქვია, გიორგი კი 193 490-ს.
იუსტიციის სამინისტროდან კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მივიღეთ. საყვარელი ფეხბურთელის სახელს მშობლები ხშირად არქმევენ შვილებს. მოგეხსენებათ, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. ამიტომაც, დავინტერესდით, 2020 წლიდან 2023 წლამდე რამდენ ბავშვს დაარქვეს ხვიჩა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ხვიჩა 18 ბავშვს დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში მოცემული სახელი 40 ბავშვს დაარქვეს. სხვათა შორის, გასულ წელს ხვიჩა ყველაზე მივიწყებული სახელების ათეულში მოხვდა, ნიცა კი გასულ წელს გოგოს სახელებში პოპულარობით მეოთხე ადგილზე იყო.
წყარო: მშობლები.გე
0
0
რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
10/05/2025