11/08/2023
19:49
ეკონომიკა
2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. ჯამში, წლის პირველ ნახევარში რუსმა ტურისტებმა საქართველოში 482.1 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. ეს წლიურად ფაქტობრივად, 120,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსი მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 218.7 მლნ დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:
რუსეთი - 482.1 მლნ დოლარი;
დანარჩენი ქვეყნები - 343.9 მლნ დოლარი;
თურქეთი - 264 მლნ დოლარი;
ევროკავშირის ქვეყნები - 215.7 მლნ დოლარი;
ისრაელი - 148.2 მლნ დოლარი;
უკრაინა - 101.8 მლნ დოლარი;
სომხეთი - 67.3 მლნ დოლარი;
აზერბაიჯანი - 60.9 მლნ დოლარი;
ირანი - 50.1 მლნ დოლარი;
ბელარუსი - 48.4 მლნ დოლარი;
საუდის არაბეთი - 22.1 მლნ დოლარი.
ცნობისთვის, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1 804 529 935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348 461 374 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 661 999 720 (+57.9%) აშშ დოლარით.
0
0